მიხეილ სააკაშვილის საქმე რომ პოლიტიკურად მოტივირებულია და შურისძიების ნიშნებს ატარებს, ეს დღეს ოცნების დეპუტატების კომენტარებიდანაც გამოჩნდა. ახალი გზავნილი ისაა, თითქოს პარტიას მესამე პრეზიდენტის საკითხი საერთოდ არ აინტერესებს, თუმცა პირადი შუღლი პატიმრის მიმართ დღეს ივანიშვილის დეპუტატების ნაწილმა მაინც ვერ დამალა. ივანიშვილის გუნდს აქამდე სააკაშვილის მდგომარეობის დამძიმებაში ეჭვი შეჰქონდა. ამავე დროს დეპუტატები მანდატს არ იყენებენ, რომ კლინიკაში შევიდნენ და პაციენტი საკუთარი თვალით ნახონ.